ჩვენი ისტორია იქიდან იწყება როცა მე-20 საუკუნის 60-იან წლებში ჩვენი ოჯახის ცხოვრება, რომელიც თბილისში ცხოვრობდა  ბოლნისს დაუკავშირდა, ოჯახის უფროსი სამუშაოდ ბოლნისში გადაიყვანეს.  ამ პიროვნებამ თითქმის 25 წელი იმუშავა სახვადასხვა ხელმძღვანელ თანამდებობაზე და დიდი წვლილი მიუძღვის რაიონის სახალხო მეურნეობის განვითარებაში. ის ასევე აქტიურად მონაწილეობდა რაიონის საზოგადოებრივ საქმიანობაშიც.

ჩვენი კომპანია Park Prime რომელიც ამჟამად ოპერირებს არის ჰოლდინგ კომპანია რომელიც განაგებს მცირე სასტუმროების ქსელს ბოლნისში და ამ ეტაპზე 3 ობიექტს აერთიანებს. ესენია: Prime House, Park House, Point House.

ამ ეტაპზე საკმაოდ პოპულარულია საოჯახო ტიპის სასტუმრო Prime House, რომელიც 2017 წელს გაიხსნა, თუმცა სრული დატვირთვით 2018 წლიდან ამუშავდა. ეს ის თარიღია როდესაც ამ ქალაქს დაარსებიდან 200 წელი შეუსრულდა, მას შემდეგ რაც აქ გერმანელი კოლონისტები დასახლდნენ. ეს თარიღი ფართოდ აღნიშნა ქალაქის მერიამ, მოაწყო სხვადასხვა კულტურული ღონისძიებები და საფუძველი ჩაუყარა ყოველწლიურ ღონისძიებას ბოლნის ქალაქობას. ამ ღონისძიებაზე მრავლად იყვნენ გერმანელი სტუმრებიც, სწორედ ისინი გახდნენ ჩვენი სასტუმროს პირველი სტუმრებიც.

ეს შენობა გასული საუკუნის 80-იან წლებში აშენდა ამჟამინდელი მფლობელის პროექტის მიხედვით და გამოყენებულია ბუნებრივი საამშენებლო მასალა. აქ გამოყენებული სივრცითი მოწყობის, არქიტექტურისა და დიზაინის ელემენტები ეყრდნობა იმ მდიდარ საამშენებლო ტრადიციებს, რასაც იყენებდნენ გერმანელი კოლონისტები.

საინტერესო ისტორია აქვს ობიექტს სახელწოდებით Park House, რომელიც აჟამად რეკონსტრუქციის პორცესშია და სამომავლოდ შეითავსებს როგორც სასტუმროს ფუნქციას ასევე აქ იქნება სხვადასხვა გასართობი და სარეკრეაციო სივრცეები. ეს შენობა სახელმწიფოს მიერ იყო აშენებული გასული საუკუნის 60-იან წლებში და სწორედ ის გახდა ჩვენი ოჯახის თავდაპირველი საცხოვრებელი ბოლნისში. ამ შენობის მშენებლობისას აღმოჩენილ იქნა ძველი საძირკველის ნაშთები, რომელიც თურმე გამიზნული იყო შენობისთვის, რაც  მიმდებარედ არსებული გერმანელების მიერვე აშენებული ღვინის ქარხნის სტუმრების მოსასვენებელი სახლი უნდა ყოფილიყო.

რაც შეეხება მესამე ობიექტს Point House, ეს არის ქალაქის ისტორიულ უბანში განთავსებული შენობა, რომელიც აშენებულია გერმანელების მიერ ჯერ კიდევ მე-19 საუკუნეში და შენარჩუნებული აქვს ორგინალური არქიტექტურული  ელემენტები. ამ ბიექტზეც მალე განხორციელდება სარეკონსტრუქციო სამუშაოები და შესაძლებელი იქნება სტუმრების მიღება.

ასე რომ, სამი სხვადასხვა პერიოდის შენობა, საკუთარი სტილით,  ისტორიითა და სულით, მოერგება და დააკმაყოფილებს განსხვავებული ტიპის მოგზაურების გემოვნებას.